1. სესიაზე გთხოვთ არ დაიგვიანოთ!!

2. დანარჩენ თანხას იხდით სტუდიაში ფოტოსესიის დასრულების თანავე, სასურველია ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო გადარიცხვით!!

3. ყველა სურათს გიგზავნით 2 დღის მანძილზე
4. დამუშავებულ სურათებს მიიღებთ 14 დღის მანძილზე!
5. სურათებს გიტვირთავთ ჩვენი საიტის ფოტოგალერეაზე, სადაც თქვენ შეძლებთ გადმოიწეროთ ორიგინალი ზომით!
6. თუ არ გსურთ, რომ თქვენი სურათები იყოს გამოქვეყნებული ჩვენს გვერდზე, თქვენ უნდა შეგვატყობინოთ ამის შესახებ წინასწარ!
7. დამატებით ერთი სურათის დამუშავება 25 ლარი ჯდება!

 

 

 

ჩვენი მისამართია:

საბურთალო,ანა პოლიტკოვსკაიას #3

კორპუსი 38

 სადარბაზო 2

                                                   სართული 1                                                   

დამაფონზე აკრიფეთ 36.

 

სამწუხაროდ ჩვენთან მანქანის დაყენება დიდი პრობლემაა, ამიტომ იქნებ წამოხვიდეთ ტაქსით!

 

 

577072727 რეგინა

 

თქვენი ნომერიც მომწერეთ !

 

 

გაითვალისწინეთ რომ!

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფოტოსესიაზე შეუძლია მოსვლა მხოლოდ მშობლებს, გარდა იმ შემთხვევისა, რომელშიც სხვა ოჯახის წევრი ან ახლობელი იღებს მონაწილეობას ფოტოსესიაში!!

 

სამწუხაროდ ცხოველების მოყვანა არ არის დაშვებული!!

 

 

 

რა წამოიღოთ გადაღებაზე?

 

1. მუცლის შებერილობის წვეთები.

2. საწოვარა.

3. დამატენიანებელი ბავშვის კრემი.

4. ბავშვის ( პილონკა ) 2

5. თხელი საბანი ან პლედი.

6. წინდები, რომელთა ჩაცმა და მოხსნა მარტივია.

7. წინსაფარი და პატარა  პირის მოსაწმენდი.

8. პამპერსი და სველი ხელსახოცები.

9. ბავშვის ხელოვნური კვება ( თუ საკმარისი არ არის ძუძუს რძე ).

10. ბავშვის ჩაი ან წყალი ბოთლით თუ სვამს.

11. ბავშვის სავარცხელი
12. დედისთვის თხელი ზედა  (სტუდიაში ძალიან ცხელა)

13. შეგიძლიათ თქვენთვის წამოიღოთ რამე წასახერხებელი, რადგან გადაღება გრძელდება საკმაოდ დიდხანს 2-3 საათი

 

 

 

როგორ მოვამზადოთ პატარა?

 

1. წინა დღით დავბანოთ ბავშვი და მოვაჭრათ ფრჩხილები!

2. თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება, დედამ უნდა მიირთვას მხოლოდ დიეტური საკვები ფოტოსესიის წინა დღით და სტუდიაში მოსვლამდე, რომ ფოტოსესიის დროს ბავშვს არ ჰქონდეს მუცლის შებერილობა.

3. თუ ბავშვს აწუხებს მუცლის შებერილობა წამოსვლის წინ მიეცით წვეთები.

4. ფოტოსესიის ხანგრძლbივობაა დაახლოებით 3-4 საათი!

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია!!

 

1. გადაღებამდე ერთი საათით ადრე გააღვიძეთ, რომ არ ეძინოს (მნიშვნელოვანია რომ მოიყვანოთ გამოუძინებელი)
სველი ტამპონით მოწმინდეთ თვალები, ეს შეაფხიზლებს. 
2. თუ უკვე აწუხებს მუცლის ტკივილები სახლიდან გამოსვლისას მიეცით წვეთები და აუცილებლად თან წამოიღეთ. 

3. გზაში, მანქანაში მიეცით ძუძუ ან თუ ხელოვნურ კვებაზეა აჭამეთ  ბოთლით.  

 4. გადაღების დროს მთავარია ბავშვს ეძინოს, თუ სტუდიაში ბავშვს კარგად გამოძინებულს მოიყვანთ დიდი ალბათობით გადაღების დროს ღრმად ვერ დაიძინებს!

 

 

 

 

 

მშობლების ვიზუალის რეკომენდაცია.

 

სამოსი სადა პრინტების, წარწერების და ნახატების გარეშე.
ვარცხნილობა სადა და ბუნებრივი.
მაკიაჟი სადა და ბუნებრივი.
მინიკური სადა, ნაზი პასტელური ფერების.
აქსესუარები ძალიან ცოტა და სადა ( პაწაწინა საყურე, ერთი პატარა ბეჭედი ან თხელი სადა სამაჟური )

‼️ მშობლები სურათს იღებენ მხოლოდ ერთ სამოსში!!

‼️ მშობლებს სურათების გადასაღებად უნდა ჰქონდეთ ცალკე წამოღებული ფეხსაცმელი ძალიან სუფთა ძირით😉

 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავანსი ვერ დაბრუნდება თუ თქვენ ვერ მოხვალთ ფოტოსესიაზე ან მოისურვებთ გაუქმებას!
ახალ თარიღზე გადატანა შესაძლებელია თუ თქვენ მინიმუმ 2 დღით ადრე შეგვატყობინებთ!! ( წინაამდეგ შემთხვევაში ახალი 20 % ირიცხება )
ავანსი ბრუნდება ან ახალი თარიღი დაინიშნება, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გამო ვერ ხერხდება ფოტოსესია!